სამინისტროს ინფორმაციით, თებერვალში, შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სოციალური დახმარება შეუწყდა და შეუჩერდა 17 781 ოჯახს.
_ დღეის მდგომარეობით, შეწყვეტილი დახმარების აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მომართა 8 373-მა ოჯახმა. 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, შეწყვეტილი დახმარება აღუდგება 2 721 ოჯახს, ხოლო შეჩერებული დახმარება – 905 ოჯახს. რაც, საერთო რაოდენობის 20,4%-ს შეასდგენს, _ აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 ოჯახის საქმე გადაეცა საგამოძიებო ორგანოებს, რადგანაც, მათ უფიქსირდებოდათ მაღალი შემოსავლები და ისინი აცხადებენ, რომ რეალურად, მათ შემოსავლები არ გააჩნიათ.
_ სააგენტო აგრძელებს რეაგირებას როგორ ზემოთ აღნიშნული შემთხვევების შედეგად შემოსულ განცხადებებზე, ასევე მოქალაქეთა ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მისაღებ დახმარებებს ეხება.
ასევე, მივმართავთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ მათ უსაფუძვლოდ შეუჩერდათ სოცდახმარება, შემოიტანონ განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში და წარმოადგინონ მათი შემოსავლების დამადასტურებელი საბუთები, _ აღნიშნულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.