დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ამ რაიონის გამგებლად ხათუნა ბერძენიშვილი დანიშნა. ამ ფაქტს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქათული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„აღნიშნული გადაწყვეტილებით, რომლითაც თვითმმართველობის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი, არაპროფესიონალი კადრი ინიშნება თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონის გამგებლად, დასტურდება ჩემს მიერ გამგებლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს გამოთქმული ვარაუდი, რომ ამით გიგი უგულავას და “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია არა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება (რაც ძველი წესის პირობებშიც იყო შესაძლებელი) არამედ შეიქმნას ნიადაგი პოლიტიკური დაპირისპირებისთვის, გამგებელი იქცეს “ქართული ოცნების” მაჟორიტარების საქმიანობის ხელისშემშლელად რაიონებში, იქცეს მაჟორიტარის მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად. ამით კი რასაკვირველია წაგებული მოსახლეობა დარჩება
გამგებლის პოლიტიკურ ფიგურად ქცევა არის გაგრძელება იმ მანკიერი ტრადიციისა როცა რაიონის ხელმძღვანელები, გამგებლები არა სამეურნეო, მოქალაქეთა საჭიროების მიზნით მოქმედებდნენ, არამედ წარმოადგენდნენ პარტიულ ელემენტს ადგილზე. ჩვენ გვახსოვს ამ მიდომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომელთაც ყოფდნენ საკუთარ და სხვა პარტიების მხარდამჭერებად.
ამ პროცესის შედეგად, რომლითაც გამგებლებად წინა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლის მქონე პირები ინიშნებიან, იხსნება ფრონტის ხაზი გამგებელსა და მაჟორიტარს შორის იმ მიზნით, რომ გამგებელმა, რომელიც არის ადგილობრივი, რაიონის ბიუჯეტის განმკარგავი, მაჟორიტარისა და მოსახლეობისთვის მნიშვენლოვანი საკითხების გადაწყვეტა არ დააფინანსოს, მისი განხორციელება არ უზრუნველყოს და პირიქით, ხელი შეუშალოს. ამას სხვანაირად საბოტაჟი ეწოდება.
მოსახლეობის საფრთხის შემცველი ამ გეგმის განეიტრალების და პრევენციისთვის, აუცილებლობად მიმაჩნია თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლითაც ძირითადი, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილბებების მიღების უფლება მაჟორიტართან კონსულტაციის და შეთანხმების გარეშე, იმპერატიულად მხოლოდ გამეგებლს არ ექნება.“