_ მაიკროსოფტის ბოლო პროდუქტი ამჟამად ბაზრის მხოლოდ 3,17%-ს იკავებს. გასული წლის ნოემბერში ეს წილი 1,72% იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი _ 2,26%. ასე რომ, ზრდა მეტად უმნიშვნელოა. Windows 8-მ ვერ მოახერხა გაესწრო Windows Vista-სთვისაც კი, რომელსაც მაიკროსოფტის ყველაზე დიდ ჩავარდნად ასახელებენ _ Vista-ს წილი ამჟამად 4,9%.
ბაზარზე ისევ ლიდერობს Windows 7 _ მას 44,73 პროცენტი უჭირავს, შემდეგ მოდის ათი წლის წინ (!) გამოშვებული Windows XP _ 38, 73%. Mac OC-ის წილი შემცირდა და 6,94%-ზე ჩამოვიდა. ბოლო ადგილს 1,17%-ით Linux-ი იკავებს.
Windows 8-ის გაყიდვების მომატების მიზნით, მაიკროსოფტი Windows 7-ის მომხმარებელს სთავაზობს Windows 8-ზე “აპგრეიდს” სულ რაღაც 15 დოლარად, თავად კი ზოგ ქვეყანაში 50 დოლარადაც კი იყიდება, თუმცა, ასეთი მიზერული ფასებითაც კი ვერ მოხერხდა Windows 8-ის პოპულარობის გაზრდა.
მაიკროსოფტის მიერ, უახლოეს ორ თვეში იგეგმება ახალი ოპერაციული სისტემის _ Windows Blue-ს ანონსირება, ბაზარზე კი ის, ალბათ, წლის ბოლოს გამოჩნდება.
ალბათ, მაიკროსოფტი ეცდება Windows 8-ის გამო შელახული რეპუტაცია სწორედ Windows Blue-თ გამოასწოროს.