პროექტის მიზანია, რომ სათემო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია საშუალებები საკუთარ რეგიონებში აქტიურად და ინფორმირებულად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ამისათვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ცდილობს გაზარდოს სამოქალაქო ჯგუფების პოტენციალი, წაახალისოს მათი მხრიდან პოლიტიკური რეფორმების მონიტორინგი და შეფასება, ასევე ხელი შეუწყოს საჯარო დისკუსიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციათა ქსელების შექმნას.