რომლებსაც 1990–იან წლებში კუთვნილი ანაბრები დაეკარგათ და გაუუფასურდათ.
ყოფილმა მეანაბრეებმა სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი მოსარჩელე “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” ცხელ ხაზზე კომუნიკაციის შედეგად დააფიქსირეს. მოქალაქეების პოზიციით, საქართველოს ეროვნული ბანკი 1991-92 წლებში, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გახორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო იყო და ინფლაციის პროცესის მიმართ პასუხისმგებლობა გააჩნდა.
ყოფილი მეანაბრეები აცხადებენ, რომ “ახალგაზრდა ფინანსისტების” სარჩელი სამართლიანია და ეროვნული ბანკი ვალდებულია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გასცეს.
“ახალგაზრდა ადვოკატებმა” “ახალგაზრდა ფინანსისტების” ინტერესების დასაცავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი 2013 წლის 22 თებერვალს შეიტანეს. დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც “ახალგაზრდა ფინანსისტების” შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო.
საქმე ეხება “ახალგაზრდა ფინანსისტების” 2013 წლის 4 თებერვლის მიმართვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის სახელზე, რაცა საჯარო დაწესებულებას გაეცა ინფორმაცია 1992-93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500-ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის გაცემა რომელ ორგანიზაციებზე მოხდა, ამასთან, რა მოცულობის თანხები იქნა გაცემული აღნიშნულ ორგანიზაციებზე სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები. “ახალგაზრდა ფინანსისტები” უკვე ერთ თვეზე მეტია 90-იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლას ახდენს, თუმცა ორგანიზაციის მოთხოვნას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარით უპასუხა და მიუთითა, რომ “ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.”
“ახალგაზრდა ადვოკატების” შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, “ახალგაზრდა ადვოკატები” განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია, რადგანაც მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს მიაყენებს პირთა კონკურენტუნარიანობას, რადგანაც ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90-იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება “ახალგაზრდა ფინანსისტების” მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2013 წლის 24 აპრილს, 11:30 საათზე გაიმართება. სასამართლო დღემდე გაურკვეველი მიზეზით პროცესის გამართვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს, სარჩელის შეტანიდან 40 დღე დასჭირდა, რათა სასამართლო პროცესის თარიღი გამოეცხადებინა. სხდომის დროულად ჩატარებას ორგანიზაციის მიერ დაწყებული საბჭოური ანაბრის კვლევის შედეგებისთვის მნიშვნელობა გააჩნია. “ახალგაზრდა ადვოკატები” გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სასამართლო სხდომის გამოუცხადებლობა მიზანმიმართული მოქმედება იყო.
“ახალგაზრდა ადვოკატები” “ახალგაზრდა ფინანსისტების” ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში, “ახალგაზრდა ადვოკატების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. საქმეს მოსამართლე ნათია ბუსკაძე განიხილავს.