_ სამარშუტო ტაქსის მძღოლმა, რომელიც გუშინდლამდე შეთანხმებული გვყავდა, დღეს დილით სასტიკი უარი გამოგვიცხადა თბილისში წასვლაზე _ პრობლემები არ მჭირდებაო. სავარაუდოდ, წუხანდელი “ნამუშევარია” და ეს სამარცხვინოა, _ აღნიშნა ასკურავამ “გურია ნიუსთან” საუბრისას, რომელიც აქციაზე 200 ადამიანის წაყვანას გეგმავს.
ასკურავამ სამარშუტო ტაქსის მძღოლის ვინაობის გამხელა ჩვენთვის იმ მიზეზით არ ისურვა, რომ ამ სიტუაციაზე ყურადღების არ გამახვილება, თავად მძღოლმა სთხოვა.