ამის შესახებ “გურია ნიუსს” “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი კორიფაძემ აცნობა:
_ ძირითადი აქცენტი აქტივისტებზე გავაკეთეთ. აქციაზე არცერთი საჯარო მოხელე არ წამოსულა. არც ისინი, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან. სურვილი მათ არ გამოუთქვამთ და არც ჩვენ შეგვითავაზებია, რადგან, როგორც გითხარით, მხოლოდ აქტივისტებზე გავაკეთეთ აქცენტი. სულ 52 ადამიანი მივდივართ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კორიფაძემ.
მისივე ინფორმაციით, აქციაზე წასვლის მსურველებს პრობლემები არ შექმნიათ და მათზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა.