გიორგი ვაშაძის დახასიათებით, მათი გუნდის გამორჩეული წევრი, ტარიელ ლობჟანიძე პრემირ-მინისტრს მოუწოდებს, რომ შიში დაძლიოს.
_ ალბათ ჩემთვის უმჯობესია ვიდგე იარაღით ხელში, როცა დღეს საქართველოს ნამდვილად უჭირს. ჩვენ, თითეული ქართველი მებრძოლი, თითეული ქართველი ოფიცერი, ის დიდი ოჯახი 20 წლის განმავლობაში იარაღით ხელში ვიცავდით ამ ქვეყანას. დღეს, საქართველოს 20 პროცენტი აქვს საქართველოს დიდ მტერს _ რუსეთს. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, თითეულ მამაკაცს, თითეულ ქალს, ვაჟკაცს, საკუთარ შვილებს, ერთად ვაჩვენოთ მტერს, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა, სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ გადავარჩინოთ, _ აღნიშნა ლობჟანიძემ და დასძინა, რომ 26 მაისს, ალღუმის არ გამართვა, ბიძინა ივანიშვილის შიშის გამო ხდება.
_ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს დაძლიოს შიში, დართოს ნება ქართულ შეიარაღებულ ძალებს და გამოუშვას აქ, ალღუმზე, _ განაცხადა ლობჟანიძემ