როგორც “გურია ნიუსთან” სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი აცხადებს, რამდენიმედღიანი ტრენინგის შემდეგ დღევანდელი თათბირი დასკვნითი ნაწილი იქნება.
“ყველა რაიონის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელისთვის ტარდება გაფართოებული თათბირი, სადაც მათ გავაცნობთ იმ განახლებულ მეთოდიკას, რომლითაც უნდა იმოქმედონ. ასევე გვინდა გავიაროთ ის აქტუალური საკითხები, რაც რეგიონებში სოციალური მომსახურების სააგენტოებში არსებობს. ჩამოსულია ყველა ხელმძღვანელი და მოადგილე, რათა გავაცნოთ ჩვენს სამსახურში დანერგილი სიახლეები, რადგან ისინი ჯერ კიდევ ძველი მიდგომებით მუშაობენ.” _ განაცხადა ნოე ქინქლაძემ.