_ ხაბაროვსკის “სკა-ენერგია”, რომელშიც ქართველები მრავლად არიან, და რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის, საკუთარ მოედანზე ტომსკის “ტომს” ხვდებოდა. მარცვალაძემ გოლი 37-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა _ 1:1. თამაშიც ამავე ანგარიშით დამთავრდა. მარცვალაძე 84-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა შეცვალა, ხოლო ლაშა სალუქვაძე და გიორგი ნავალოვსკი 90 წუთის განმავლობაში იყვნენ მინდორზე.