“საქართველოს ბანკის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით მოხდა საინკასაციო სამსახურის რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი პოზიციების შეცვლა და შრომითი პირობების გაუარესება. უკვე გაგვაფრთხილეს, რომ 27 აპრილიდან სამუშაო ადგილების გარეშე დავრჩებით. ორი დღის წინ გვქონდა გამაფრთხილებელი აქცია, რასაც ჩვენი ბანკის ხელმძღვანელობიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია„, _ აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ამ წუთებში მსგავსი აქციები მიმდინარეობს ბათუმში, თბილისსა და თელავში.