ამ დღეს, ვინც პუშკინის სკვერის სიახლოვეს ჩაივლიდა, აუცილებლად შენიშნავდა ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც ერთ მწკრივად ჩამწკრივებულები წიგნებს კითხულობდნენ. ეს ფლეშ-მობის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც მოსახლეობაში წიგნები შეაგროვეს, მერე სკვერში ერთად შეიკრიბნენ, წიგნის დღეს სიმბოლურად წიგნები წაიკითხეს და შეგროვილი წიგნები ანაგის “დღის ცენტრს“ გაუგზავნეს.
“გურია ნიუსი“ ფლეშ-მობის რამდენიმე ორგანიზატორს გაესაუბრა.
თემურ გუგუშვილი: “წიგნების შეგროვების იდეა იყო, საინიციატივო ჯგუფი “სოფლის სოციოლოგთა კლუბის”, ფლეშ-მობს ორი მესიჯი ჰქონდა: პირველი _ “წაიკითხე წიგნი ჩვენთან ერთად“ და მეორე _ “წააკითხე წიგნი სხვებს“. facebook-ზე გაკეთდა ივენთი და დაანონსდა ადგილი, სადაც უნდა გახორციელებული ფლეშმობი, ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. იყვნენ როგორც ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან, მონაწილეობდნენ სკოლის მოსავლეები და რა თქმა უნდა ჩვენი საინიციატივო ჯგუფი წევრები.
შეგროვილი წიგნები სოფელ ანაგის “დღის ცენტრის” ბავშვებს გავუგზავნეთ და თან გავატანეთ ჩვენი კეთილი სურვილები. ყველა წიგნს ამ დღის მონაწილეებმა წარწერები გაუკეთეს და “დღის ცენტრის“ წარმომადგენლებს თანადგომა დაანახეს.
ამ ფლეშმობით შევეცადეთ დავხმარებოდით სოფელ ანაგის “დღის ცენტრს”. ანაგის “დღის ცენტრი” ჩემი აზრით არის უნიკალური, რადაგან ის შეიქმნა მშობლების(საზოგადოების) აქტურობის ხარჯზე, რომელიც დღეს სოფელში იშვიათად ხდება.”
მარიამ შარია: “წიგნებს დავაბარეთ, ბავშვებს გაუფრთხილდითო.მოკითხვა, სიყვარული და კეთილი სურილებიც გავაყოლეთ. ფურცელ-ფურცელ შევუნახეთ ჩვენი სითბო. იმედი მაქვს მომავალში კიდევ შემოგვიერთდებიან მსურველები.”