7 და 8 მაისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ს.ს.”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
7 მაისს ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ზუგდიდი-4-ის ტ-1-ის შემყვანი გეგმიურ სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 5036 აბონენტს(ქალაქი 2324 და სოფლები კალინინი, ოდიში, რუხი-რიყე 2712 აბონენტს).
8 მაისს ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ზუგდიდი-4-ის ტ-2-ის შემყვანი გეგმიურ სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1830 აბონენტს(ქალაქი 1562 და სოფელ ნაწულუკუს 268 აბონენტს).
ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.