“ყოველგვარი არგუმენტების და ლოგიკის გარეშე, ხმათა უმრავლესობით საკითხი დღეს ალბათ გავა. პროცედურული დემოკრატიის იდეოლოგმა ხელისუფლებამ დღეს ჩამოიხსნა ნიღაბი ამ ნაწილშიც. პროცედურების აბსოლუტურად უგულვებელყოფით და დარღვევით გახსნა სხდომა. როგორც ჩანს, მათთვის ამ კანონის გატანა იმ დონის და ისეთი ზომის შეკვეთაა, რომ თავიანთი უპირველესი პრიორიტეტი, პროცედურული დემოკრატიაც კი არაფრად ჩააგდეს, სრულიად უარყვეს და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რატომღაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, დეკრიმინალიზაცია გავაკეთოთ,“_აღნიშნა უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძე.