ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ეს საკითხი, დღეს, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” განიხილა და შესაბამისი გეგმა წარადგინა, რომლის თანახმად შესყიდვების და ეკონომიკური სამსახურები გაერთიანდება. საბინაო სამსახურის ფუნქციებს ტერიტორიული ორგანოები შეითავსებენ. რეორგანიზაციის შედეგად შესაძლოა თანამშრომელთა შემცირების საკითხიც დადგეს.