მათ ამ მიზეზით საპროტესტო აქცია საკრებულოს შენობასთან გამართეს და სოფლის გამგებლის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით ორ თვეზე მეტია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილ ტრაქტორებს ელოდებიან, რის გამოც სახნავ– სათესი მიწები დაუმუშავებელი დარჩათ. გვიშტიბელების თქმით, დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი ვაუჩერები და დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვენ. სოფლის რწმუნებული ჭაბუკი შვანგირაძე მის წინააღდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს რომ, უკვე ორი თვეა, ტრაქტორები გურჯაანიდან ჰყავს ჩამოყვანილი, რომლითაც ადგილობრივების მიწების დამუშავება ხდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved