შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები. აბაშაში პატრიარქის დასახვედრად სტუმრები მარტვილიდან და სხვა ქალაქებიდანაც იყვნენ ჩამოსული.
პატრიარქს მეუფემ მაცხოვრის მოზაიკის ხატი გადასცა საჩუქრად. აბაშის ოთხი მოძღვარი: მამა პეტრე დეკანოზი, მამა ტარიელი, მამა ეგნატე და მამა ანდრია დამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდნენ.
ეკლესიიდან გამობრძანებულ პატრიარქს საკონცერტო ნომრებით აბაშის სახელმწიფო ანსამბლი “ჰარირა” და მარტვილის ქორეოგრაფიული ანსამბლი მიესალმნენ.
პატრიარქი აბაშიდან ხობში გაემართა, სადაც უწმინდესმა მოინახულა სოფელ პირველ მაისში ახლად აშენებული ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდმოწამე გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსი, ასევე, საპატრიარქო რეზიდენცია.