ის ადგილობრივ ხელისუფლებას და საკრებულოს მიმართავს და თხოვს ქუთაისში მდებარე 26 მაისის სკვერში, 2011 წლის 26 მაისის აქციების დროს დაღუპული ადამიანების მემორიალური დაფა გახსნან.
წულაია აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადება საკრებულოს ერთი წლის უკან წარუდგინა, თუმცა, მაშინ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. მისი თქმით, ეს, აგრეთვე იქნება ერთგვარი ტესტი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ნაციონალების რიგები დატოვეს და საკრებულოში სხვა ფრაქციის სახელით მოღვაწეობენ: “საინტერესოა, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მხოლოდ სახელით გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას” თუ იდეოლოგიურადაც?” _ აღნიშნავს წულაია.