კლუბის მფლობელმა ილია კოკაიამ მის დაფინანსებაზე უარი განაცხადა და რამდენიმე დღის უკან ამის შესახებ წერილობით მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა. ამ საკითხზე დღეს ზესტაფონში “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი” ზვიად სიჭინავა ფეხბურთელებს შეხვდა და დაჰპირდა, რომ ფედერაცია “ზესტაფონის” გადასარჩენად ყველა ზომას მიიღებს და თანხების მოძიებას დაიწყებს. მის თქმით გუნდში მძიმე სიტუაციაა, თუმცა, დაშლაზე ამ დროისთვის საუბარი არ მიმდინარეობს. ზესტაფონის გამგებლის ნუგზარ ქამუშაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა კლუბის გადარჩენის საკითხებზე იზრუნებს, თუმცა, გამომდინარე რაიონის მწირი ბიუჯეტიდან, საეჭვოა, “ზესტაფონის” დაფინანსება შეძლონ.
შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონი” ქვეყნის უძლიერესი გუნდი იყო რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის ფინალი რამდენჯერმე მოიგო, თუმცა გუნდიდან გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამ დროისთვის კლუბი ეროვნული ჩემპიონატის ცხრილში მხოლოდ მე-5 ადგილს სჯერდება, მაშინ როცა 2 წლის უკან ლიდერთა სამეულში პირველ ადგილს არავის უთმობდა.