“გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელის, მანანა მებუკეს თქმით, აქციაში მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
მანანა მებუკე: _ ხუთი წლის წინ ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება და შეაგროვა 32 400 ხელმოწერა, რითაც თქვა, რომ ქვეყანაში გვინდა მიღწეული იქნას გენდერული თანასწორობა. დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ და მივმართავთ პარლამენტს, მიიღოს ქართველი ხალხის ნება, ის რაც გამოხატული იყო და მხარი დაუჭიროს გენდერული თანასწორობის მიღწევას ქვეყანაში.
_ ქალბატონო მანანა, რამდენად შესაძლებელია, რომ კანონში შევიდეს ცვლილება?
_ იცით, თუ იქნება ხალხის ნება და საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს, არა 32 400 ათასი, არამედ უფრო მეტი, ხალხის ნების წინააღმდეგი არცერთი მთავრობა ვერ წავა. _ გვითხრა მანანა მებუკემ.
აქციის მიზანი იყო მოსახლეობის, პარლამენტის და მთავრობის წევრების ინფორმირება გენდერული თანასწორობის, გენდერული კვოტირებისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების მიმართულებით.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქართველოს პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და “მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.
აქციაზე ელოდებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მანანა კობახიძეს, მაგრამ ის არ გამოჩენილა.
ღონისძიება გაიმართა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარებუს სააგენტოს (USAID) მხარდამჭერით.