საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, უცხოელებზე მიწების გასხვისება მარტივი პრაქტიკით ხდებოდა. მისი თქმით ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს იძენენ, ქვეყანაში საერთოდ არ ჩამოდიან და მათ უკან წინა ხელისუფლების ყოფილი ჩინოვნიკები დგანან.
“ეს უცხოელები სულაც არ არიან უცხოელები _ ესენი არიან გადაცმული ქართველები. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში ინდოელებმა 13 ჰექტარი მიწა იყიდეს, თუმცა, ინდოელები საერთოდ არ ყოფილან აქ. ამის უკან ყოფილი დეპუტატები დგანან. კანონში უნდა მოხდეს იმის ასახვა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი და გადამოწმდეს, რეალურად ვინ არიან ეს მესაკუთრეები,” _ ამბობს ლორთქიფანიძე.