_ ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ “შრომის კოდექსში” შესატანი ცვლილებები.
“ნაწილი მუხლების განხილვას დავესწარი, იმიტომ, რომ ხადურთან გვაქვს შეხვედრა. ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ ერთი შენიშვნა _ პროფკავშირები კვლავ ცდილობს, რომ მოიპოვოს მონოპოლია დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობებში მომლაპარაკებლის მხარედ. ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ დასაქმებათა გაერთიანებას უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში. პროფკავშირები ლობირებენ საკუთარ ინტერესებს. იმ ჩანაწერით, რაც დღეს არსებობს, რასაც გავეცანი, მათ ექნებათ ცალსახა ერთპიროვნული მონოპოლია,” _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.