პროფკავშირების ხელმძღვანელი ახალი კოდექსის დადებით მხარედ სტაბილური ხელშეკრულებების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების არსებობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებები ერთ და ორთვიანი აღარ იქნება, ხოლო ორწელიწადნახევრის შემდეგ, დასაქმებულს უვადო ხელშეკრულება ექნება.
“რიგ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან დასაქმებული ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ახლაც იგივეს გაკეთება უნდოდათ. იყო პოლემიკა, თუმცა, საბოლოო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ პირობას, “სხვა ობიექტურ გარემოებებს”, მაგ კუთხით თუ დასაქმებულს პრობლემა შეექმნება, მოაკითხოს პროფკავშირს და გარანტიას ვაძლევთ, მაგ მუხლით ვერავინ ვერავის ვერ გაათავისუფლებს,” _ ამბობს პეტრიაშვილი.