რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“17 მაისს ,არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ დაგეგმილი იყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვა რუსთაველის გამზირზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები “საზოგადოებრივი დამცველი” და “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის-საქართველო” მთელი დღის მანძილზე ახორციელებდნენ მიმდინარე შეკრებების მონიტორინგს.
უნდა აღინიშნოს რომ, კონტრდემონსტრანტებმა არ მისცეს საშუალება “იდენტობის” წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს გაემართათ მშვიდობიანი შეკრება. აღსანიშნავია, რომ კონტრდემონსტრაციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ აშკარა აგრესიით, მათი მოქმედებები გასცდა მშვიდობიანი შეკრების გამართვის ნორმების ფარგლებს, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ძალადობაში. აღნიშნულის შედეგად ათეულობით მოქალაქემ მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა და დაზიანდა სხვისი საკუთრება.
გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ რომ, სამართალდამცავ ორგანოებს ადგილზე არ გამოუყენებიათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები სამართალდამრღვევთა მიმართ.
“საზოგადოებრივი დამცველი” და “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის-საქართველო” მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი.
“საზოგადოებრივი დამცველი” და “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის-საქართველო” გმობენ ძალადობის ყოველგვარს გამოვლინებას და მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.”