მათ შორის, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოკლიპებისა და ადამიანთა წამების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ. მისივე თქმით, რა ეტაპზეა გამოძიება ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან გაიგებენ.
“დღეს არის დახურული სხდომა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში. მე, რამდენადაც ვიცი, ეს სხდომა უმცირესობის სურვილით გაიმართა, თუმცა, დღეს ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. მაგრამ უმრავლესობის წევრებს სურვილი გვაქვს, რომ ეს სხდომა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დახურულია, ეს არ ნიშნავს, მხოლოდ კომიტეტის წევრებმა მიიღონ მონაწილეობა მუშაობაში _ ეს შეუძლიათ იმ დეპუტატებსაც, ვისაც ამის სურვილი ექნებათ. დღეს, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვაც იქნება და ვფიქრობ, ყველა კითხვაზე პასუხიც იქნება მიღებული. განიხილება ბევრი ის პრობლემა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობდა ჩვენს ქვეყანაში და დღემდე არსებობს. რა სტადიაზე გამოძიება, რა ხდება, რა პერსპექტივებია, ამას გავიგებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.