მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, გიორგი თარგამაძე, შალვა ნათელაშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, ნიკოლოზ გორგიჯანიძე.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე სურვილი ასევე გამოთქვა ნინო ბურჯანაძემ (“დემოკრატიული მოძრაობა”), რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატს, იგი პრაიმერის შედეგად გამოვლინდება, პრაიმერში დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე იღებენ მონაწილეობას.
“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და რეგიონებში ფუნქციების განაწილების პროცესშია.
კოალიციის კანდიდატის საარჩევნო შტაბი კოალიციაში შემავალი პარტიის წევრებისგან იქნება დაკომპლექტებული და როგორც თავად მარგველაშვილმა აღნიშნა, შტაბიც, ისევე როგორც მისი საარჩევნო კამპანია, რეგიონებზე იქნება ორიენტირებული.
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმღვანელი, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე მოსახლეობა ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს: “პროცესი საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, რომ გიორგი მარგველაშვილი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და შტაბი შესაბამისი კანდიდატებით უნდა დაკომპლექტდეს. რაც შეეხება შტაბის შემადგენლობას, მის სტრუქტურას, მიზნებსა და ამოცანებს, საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე წარვუდგენთ. პრეზენტაცია, დაახლოებით, ერთ კვირაში გაიმართება. აქტიურ საარჩევნო კამპანიას “ქართული ოცნება” მას შემდეგ დაიწყებს, რაც საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად დარეგისტრირდება.”
საარჩევნო კამპანიაში ერთვება საპარლამენტო უმრავლესობაც და როგორც ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე აცხადებს, ყველანაირად შეეცდებიან დაცული იყოს პოლიტიკურ დებატებში ის სტანდარტები, რაც აღიარებულია ევროპულ ქვეყნებში.
მანანა კობახიძე: “ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევეცადოთ დავიცვათ პოლიტიკურ დებატებში ის სტანდარტები, რაც აღიარებულია ევროპულ ქვეყნებში. იმედი მაქვს, ოპოზიციის წარმომადგენლები ამის შესაძლებლობას მოგვცემენ. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, ბატონი მინისტრი სულ მალე დატოვებს თანამდებობას და ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. ჩვენც, კოალიციის წევრები, მაჟორიტარები და პარლამენტის უმრავლესობის წევრები აქტიურად ვაპირებთ ჩართვას ჩვენი კანდიდატის მხარდასაჭერ კამპანიაში. მივალთ თითოეულ მოსახლესთან და საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.