_ იგივე მოქმედ კანონმდებლობაშიცაა ჩაწერილი.
იზორიას განცხადებით, ერთადერთი სიახლე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მუხლში დაამატა, ჯარიმასთან დაკავშირებით ჩანაწერია. რომელიც ფიქსირებული ანუ 300 ლარი გახდა, წინა კანონმდებლობის მიხედვით კი ჯარიმა სამუშაო ანაზღაურების მიხედვით განისაზღვრებოდა.
“საზოგადოებრივი ზნეობის ცნება, რომელმაც ასეთი კითხვის ნიშნები გააჩინა, არსებობდა მოქმედ კოდექსში. არავითარი სიახლე არ არსებობს. უბრალოდ, იყო ნორმა, რომელიც ამბობდა, რომ თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქე საზოგადოების ზნეობის და ღირსების შემლახველად იქცევა, უნდა გააფრთხილოს ან დააჯარიმოს პოლიციელმა. ჩანაწერი დაჯარიმებასთან დაკავშირებით იყო ძალიან გაურკვეველი _ სახელფასო უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ კი ფიქსირებული გავხადეთ ეს ჯარიმა. ამ ჩანაწერმა გამოიწვია კითხვები იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ზნეობა არის შეფასებითი კატეგორია და პოლიციელი ყოველ კონკრეტულ და ინდივიდუალური შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი, განსაზღვროს, რა არის უზნეო და ზნეობრივი. მაგრამ როგორც გითხარით, ეს მოქმედი ჩანაწერია _ აქ არავითარი ინიციატივა ჩვენგან არ მომდინარებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა,” _ განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ.