და დადებითად აფასებს. მისი თქმით, მარგველაშვილის მინისტრობის პერიოდში განათლების სამინისტრომ ბევრი სიახლე და ხალხისთვის საჭირო ნოვაცია დანერგა. ბესელია მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზეც ასეთივე წარმატებული იქნება.
“გიორგი მარგველაშვილი იყო ძალიან კარგი განათლების მინისტრი თავისი ხედვით, სიახლეებითა და რეფორმებით. ის ინიციატივები, რომელიც მას ჰქონდა, მაგალითად, უფასო წიგნები; ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელიც ამ სამინისტრომ წარმოადგინა დაფინანსებებთან დაკავშირებით _ ძალიან ბევრი ფაკულტეტი დაფინანსდება მომავალში და სტუდენტები მიიღებენ ამ დაფინანსებას. ძალიან საინტერესო იყო მისი მუშაობა განათლების მინისტრის რანგში და ვფიქრობ, ასეთივე წარმატებები ელოდება მას მომავალში,” _ ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განათლების ყოფილი მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის მინისტრობის პერიოდი.