გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ.
პირველი ნაკადის ბენეფიციარები საქართველოს რეგიონებიდან 14-18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, ასევე, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
მოსწავლეების თითო ჯგუფში 24 ბავშვია, რომელთაც ორი ლიდერი ჰყავთ. ლიდერების შერჩევა ორეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე მოხდა. ჯგუფის ლიდერები განსხვავებული სქესისანი არიან და სხვადასხვა სათამაშო თუ საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ ჯგუფის წევრებთან ერთად. სწორედ ამ გახორციელებული სამუშაოების შეჯამების შედეგად მოხდება კოორდინატორების მიერ ლიდერების შეფასება ყოველი ნაკადის დასრულების შემდეგ.
ბანაკში დაცულია უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმები, მოწესრიგებულია საცხოვრებელი და კვების ობიექტები.
წელს “მომავლის ბანაკში” მოსწავლეებს დასვენება 10 დღე შეეძლებათ.