გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ამით პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ექნებათ, თანაბარუფლებიან საარჩევნო გარემოში ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია. ასევე, უფრო მეტ პარტიას ექნება საშუალება ვიღაცის ფულზე არ იყოს დამოკიდებული და თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ გარემოს.
“ჩვენი პოზიცია არის ნათელი და მკაფიო _ რაც უფრო მეტ პარტიას ექნება საშუალება, ერთი-ორი მდიდარი ადამიანის ფულზე არ იყვნენ დამოკიდებული და, შესაბამისად, პოლიტიკურ საქმიანობას არ ახორციელებდნენ მათ მიერ დაკვეთილი მუსიკის თანხლებით. თუ სხვის ჰანგებზე არ შეასრულებენ პოლიტიკურ ცეკვას, უკეთესი იქნება,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ.