რომელიც წარმოადგენდა სასამართლოების მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების ელექტრონული ვიზუალიზაციის საშუალებას. ხსენებული მონაცემების საფუძველზე ორგანიზაციის მიერ ქვემოთ გამოტანილი იქნება ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველი ინსტანციის სასამართლოების საქმიანობაზე.
2012 წლიდან მკვეთრად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა. 2012 წელს თითქმის განახევრებულია სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულთა რაოდენობა წინა წლების მონაცემებთან შედარებით (10 922 პირი), ხოლო 2013 წლის 6 თვის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 6375 მსჯავრდებულ პირს უტოლდება.
რაც შეეხება მსჯავრდებულთა სასჯელის სახეებს, 2013 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მისჯილთა და პირობითი მსჯავრდების რაოდენობა თითქმის გათანაბრებულია. ხოლო 2013 წლის 6 თვეში პირობითი მსჯავრდების რაოდენობა მკვეთრად აღემატება თავისუფლების აღკვეთა მისჯილთა რაოდენობას.
სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე შეფარდებულ ღონისძიებებს შორის ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია გირაოს ფორმა. საინტერესოა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შემთხვევები გირაოს შეფარდების მაჩვენებლებს აღემატება მხოლოდ 2009 და 2010 წლებში. რაც შეეხება 2013 წლის 6 თვის მონაცემებს 3338 შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, ხოლო 2439 შემთხვევაში – დაპატიმრება.
“აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით აშკარა ხდება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად გაზრდილია სისხლის სამართლის საქმეების არსებითად განხილვის პროცესში საქმეების წარმოების შეწყვეტის ტენდენცია. შეწყვეტილი საქმეების ზრდამ განაპირობა, როგორც გამამართლებელი ასევე გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებლების კლება. მაგალითად თუ შევადარებთ 2012 წლის 6 თვის და 2013 წლის 6 თვის მაჩვენებლებს ვიხილავთ, რომ 2012 წლის 6 თვის შეწყვეტილი საქმეების 2,8%-იანი მაჩვენებელი გაზრდილია 39,8%-მდე, გამამტყუნებელი განაჩენების 87,5%-იანი მაჩვენებელი შემცირებულია 57,3 % -მდე, გამამართლებელი განაჩენების 8,6 %-იანი მაჩვენებელი შემცირებულია 1,6%-მდე, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენები 1,1%-დან გაიზარდა 1,3%-მდე.
2013 წლის 6 თვის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით დაფიქსირდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი (69%). აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წელს შეადგენდა 30,5 % -ს, ხოლო 2011 წელს -25,1%.
რაც შეეხება საგადასახადო დავებზე ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობა კვლავ მაღალია. 2013 წლის 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 23,6 % დამთავრდა ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ. აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე იყო წინა წლებში: 2011 და 2012 წლებში ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა 16 % შეადგინა.
როგორც ზემოთ განხილული ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეების სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას გამოჩნდა 2013 წლიდან შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც გამოიხატება ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების რაოდენობაში. განსაკუთრებით გამორჩეულია ადმინისტრაციულ დავებზე 2013 წლის 6 თვის განმავლობაში ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების 63%-იანი მაჩვენებელი, (აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წლის შესაბამისი 6 თვის განმავლობაში შეადგენდა მხოლოდ 33%-ს) რაც ჩვენი აზრით მოსახლეობაში გაამყარებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის რწმენას.