სადაც წარმოდგენილია 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკლოვანებები. ანგარიშში წარმოდგენილია უარყოფითი მოსაზრებები დეპარტამენტის ფინანსური საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისობასთან, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან, მივლინებებთან, ავტომანქანების შეკეთების ხარჯებთან და შრომის ანაზღაურებასთან.
2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 ნოემბრამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს გაფორმებული აქვს 725 ხელშეკრულება, რომელთაგან 58 გაფორმდა ტენდერების საფუძველზე, ხოლო დანარჩენი 667 ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვით. დეპარტამენტის მიერ ხშირ შემთხვევებში გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად მოტანილია კანონით განსაზღვრული გასაიდუმლოების აუცილებლობის მოტივი, თუმცა დეპარტამენტის მიერ ასეთი მოტივით გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას უგულებელყოფილია კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გამარტივებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ოდენობას, ასევე არ უნდა მოხდეს შესყიდვის გახორციელების გაჭიანურება, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას გადაუდებლად შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა. მაგალითად დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვით განახორციელა შემდეგი შესყიდვები:
კონდიციონერების მომსახურება – 26 700 ლარი (შპს ჯესკო ჯგუფი)
უნიფორმა- 22 600 ლარი (შპს სამკერვალო მაუდი)
კომპიუტერული მოწყობილობები – 30 100 ლარი (შპს ალგორითმი)
ავეჯი – 41 500 (შპს მოდერნ ვილა)
ყველა ზემოაღნიშნული შესყიდვები წინასწარ გაწერილი იყო სახელმწიფო შესყიდვების გეგმით. წლის დასაწყისიდან დეპარტამენტს ჰქონდა დრო ტენდერების გამოსაცხადებლად და შეეძლო შესყიდვები არ გაეჭიანურებინა.