პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტს გააჩნია იმის რესურსი, რომ ეს ვეტო დაძლიოს. თუმცა, თავს იკავებს იმის პოლიტიკური შეფასებებისგან, რაც ხდება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში.
კობახიძის თქმით, ნორმატიული აქტები სრულიად სამართლებრივი ფორმაა და საქართველოს პარლამენტს, ამ შემთხვევის გარდა, არ აქვს უფლება, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩაერიოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ რაიმე სახის დარვევებია.
“შენიშვნებზე ჩვენ მოვუსმენთ პრეზიდენტის ადმინისიტრაციის წარმოადგენელს და ამ შენიშვნებს განვიხილავთ. შემდეგ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევის შესახებ. მიგვაჩნია რომ ის ცვლილებები. რაც გახორციელდა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში, იყო სწორი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კანონშემოქმედებით საქმნიანობაში არ შეიძლება ჩარევა განახორციელოს აღმასრულებელმა სტრუქტურამ, მაგალითად, იურიდიულმა დეპარტამენტმა და, შესაბამისად, ამით არ უნდა შეექმნას საფრთხე ნორმატიული აქტების შექმნას და გამოქვეყნებას. მე, უბრალოდ, მიკვირს აქამდე როგორ ფუნქციონირებდა ამ რეჟიმში აფხაზეთის უმღლესი საბჭო. ეს არის სუფთა სამართლებრივი შეფასება და არ ვეხები იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში.
ვეტოს დასაძლევად რესურსი გავაჩნია და ეს არ უნდა იყოს პრობლემა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა ხდება ამ შემთხვევაში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, თუ მთავრობაში. პარლამენტი მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივადაც, რომ რაიმე ფორმით ჩაერიოს აფხაზეთი უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.