რომლის თანახმად “თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტი” შეიქმნება. აღნიშნული კომიტეტი სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივ დაქვემდებარებაში იქნება. ჩხარტიშვილის თქმით, ამით მნიშვნელოვანწილად გაიზრდება თბილისის ბაღ-პარკების დაცულობის ხარისხი, რადგან მათი ბედი მხოლოდ გიგი უგულავასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი მერიის თანამშრომელთა ხელში აღარ იქნება.
აღნიშნული მოთხოვნით, 21 ივლისს ლაშა ჩხარტიშვილმა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან აქცია გამართა.
“ჩემ თოქ-შოუში 4-ჯერ მყავდა სტუმრად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 3-ჯერ “ობიექტივის” გადაცემაში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ვითარებაში დამიხურეს და ერთხელ მე-2 არხზე. ოთხჯერვე მივმართე წინადადებით, რომ თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის და სამინისტროს სხვა ტერიტორიული ორგანოების აღდგენა აუცილებელი იყო, ასევე გამწვანებული ტერიტორიების დაცვის ფუნქცია შესულიყო გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში და საამისოდ საკანონმდებლო ცვლილებათა ინიციატივით უნდა გამოსულიყო სამინისტრო. მართალია, ხათუნა გოგალაძე ოთხივე შემთხვევაში დამეთანხმა, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, არადა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 9 თვე გავიდა”, _ აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კომიტეტი უგულავას მოსვლამდეც არსებობდა თბილისის მერიაში:
“კომიტეტი ორმაგ, სამინისტროს და მერიის დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ მერე გაუქმდა. შემდეგ მერიაში შეიქმნა ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური, რომელიც აბსოლუტურად ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს. გარემოს დაცვა მარტო ხეების მოჭრა-არმოჭრაზე ნებართვის გაცემა ხომ არ არის. ამ კომიტეტის შემდეგ მიიღეს ორგანული კანონი თვითმმართველობების შესახებ. იქ წერია, რომ ადგილობრივი პრობლემები უნდა გადაიჭრას თვითმმართველობებისა დონეზე. მოკლედ, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო ვერ არეგულირებს თბილისის საკითხებს, იმიტომ რომ არ აქვს მანდატი და ვერც თვითმმართველობა ასრულებს თავის ფუნქციებს. აი, ასეთი გაურკვეველი სიტუაციაა. კულტურის სამინისტრომ მიიღო კანონი, რომ თბილისის მერს აღარ შეუძლია კულტურული ძეგლის სტატუსი მოუხსნას რომელიმე შენობას, სამინისტროს ნებართვის გარეშე. შეიძლება ამ შემთხვევაშიც ასეთი რამე შეიქმნას”, _ ამბობს მაჭარაშვილი.
მინისტრი ხათუნა გოგალაძე ადასტურებს, რომ ამ საკითხებზე ლაშა ჩხარტიშვილთან ნამდვილად ჰქონდა საუბარი: “რაც შეეხება ჩემს პოზიციას, პირადად მე ვთვლი, რომ ისეთი საკითხები როგორიცაა გამწვანება, ქალაქის დაგეგმარება, ურბანული გარემოს მოვლა, თვითმმართველობამ უნდა აიღოს თავის თავზე. თითოეული ხის მოჭრაზე რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება, ვთვლი, რომ ამგვარი მუშაობა არ იქნება ეფექტური. ამისთვის არსებობს თვითმმართველობები. ეს ის თემაა, რომელსაც მსჯელობა სჭირდება”.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მინისტრთან “თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტის” შექმნასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა უკვე ჰქონდა და ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება: “ცალკეული დეპუტატებიც გვიდგანან გვერდში. “ოცნების” ერთ ერთმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე პარლამენტის კომიტეტს, მოვუწოდებ, რომ გარემოს დაცვის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდნენ”, -აღნიშნავს გარემოს დამცველი.