როგორც თავად ამბობს, წესდების მიხედვით, არჩეულ მდივანს 6 თვე აქვს თანამდებობაზე ყოფნის უფლება და ეს 6 თვე დიდი ხანია გავიდა. ჩაფიძე აქვე აღნიშნავს, რომ ამ პოლიტსაბჭოს მდივნის თანამდებობაზე პოლიტიკაში კარგად გამოცდილი კადრია საჭირო.
“ძალიან ბევრი საქმით ვარ დაკავებული განათლების კომიტეტში. ასევე, შეიცვალა ჩემი ოჯახური მდგომარეობაც. მე აპრილშიც დავაყენე ჩემი გადადგომის საკითხი გამომდინარე იქედან, რომ პოლიტსაბჭოს აქვს ბევრი ფუნქცია და ქუთაისში ყოფნის გამო, ხშირად ვერ ვახერხებდი თბილისში გამართულიყო პოლიტსაბჭოს სხდომები. ასევე, მინდოდა საბჭოს პოლიტიკურად უფრო გამოცდილი ადამიანი გაძღოლოდა. ეს უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ არჩევნებთან დაკავშირებით. საბჭოში არის რამდენი კარგი პოლიტიკოსი, რომელსაც ისევე დავუჭერდი მხარს ამ თანამდებობაზე, როგორც ირინა იმერლიშვილს. მაგალითად, ქალბატონი ეკა ბესელია და ბატონი დავით საგანელიძე,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.
ელისო ჩაფიძის ნაცვლად პოლიტ-საბჭოს მდივნად პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი აირჩიეს.