ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომლის შედეგადაც, სამხედრო მოსამსახურეები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ, თუმცა უცნობია, რომელი კომპანიები იღებენ პასუხისმგებლობას უწყებაში ლოჯისტიკის სფეროს ეფექტურ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე. ორგანიზაცია ითვალისწინებს შემთხვევას, რომელიც ქუთაისში, 11 სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ მოხდა. აგრეთვე, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები დაფიქსირდა გორში, ვაზიანსა და ფოთის სამხედრო ნაწილებში. ხოლო როგორც საზოგადროებრივ წრეებში გახდა ცნოილი გაუხმაურებელი შემთხვევა მოხდა სენაკის შეიარაღებული ძალების ეროვნულ ბრიგადაში, 2013 წლის 25 ივლისს. მოიწამლა 52 ჯარისკაცი.
ორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, დააყენოს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების პასუხისმგებლობა, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება. არსებული ინფორმაციით, დღეს კომპანია “ქართული კვება” შეიარაღებულ ძალების სისტემაში ლიდერი კონტრაქტორია, რომელიც სფეროში ფაქტობრივ მონოპოლიას ფლობს. შესაბამისად, ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები აუცილებლობას ბადებს მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა არსებობდეს კვებით უსაფრთხოების სფეროში, ხოლო სამინისტრომ და მინისტრმა გაცილებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ მიმართულებით. განაახლოს სატენდერო კონკურსი, რადგანაც კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს მიერ 2013 წლის თებერვალში გამოცხადებულ 4 ტენდერში, გამოირჩეოდნენ ფასთა სხვაობით და შემოთავაზებული მომსახურების ხარისხით.
ორგანიზაცია განმარტებებს მოითხოვს, თუ რამდენად დგას აუცილებლობა შეიარაღებული ძალების კვების უზრუნველყოფისთვის, 2013 წლის ივნისში შეწყვეტილი ტენდერები განახლდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია სამინისტროს და მინისტრის მხრიდან გაკეთდეს განმარტებები, სამხედრო მოსამსახურეთა არანორმირებული კვების სისტემის დატოვება, საბოლოო გადაწყვეტილებაა თუ დროებითი გარემოება და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით.