კურორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით საჯაიას ინფორმაციით, უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება:
_ გუშინ 6 გრადუსი სითბო იყო. ძალიან ცუდი ამინდები და სიცივეა. ამის გამოა, რომ დამსვენებელი კურორტს ტოვებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საჯაიამ.
მისივე თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმაროს მთებზე ჩამოთოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.