შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
დაკავებულმა ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1991 წელს დაბადებულ კოკა კეკელიას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილთან ახლოს, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).