სოფელ შემოქმედის რწმუნებულის, ბესო ლომინაძის თქმით, უკვე მოიზომა ადგილი და საძირკველის კურთხევა სამშაბათს გომისმთობის დღესასწაულზე მოხდება.
“გომისმთობა” -2013 8 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო 13 აგვისტოს გაიმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 9 სთ-ზე გაიმართება შეჯიბრი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და აჭარის გუნდები მიიღებენ. 12 სთ-ზე გაიმართება დოღი. სპორტული ღონისძიებების დასრულებისთანავე გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოვების ცერემონია მოეწყობა.
13 სთ-ზე დაგეგმილია კონცერტი.