გამოიძიონ ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო და დანაშაულებრივი სქემები. წულაია ქალაქის 3 ობიექტზე საუბრობს, რომელთა რესტავრაცია ქუთაისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ამ დროისთვის ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ყოფილი მერის კუთვნილებაშია. წულაიას თქმით, სამივე ობიექტი უფუნქციოდაა დარჩენილი. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ჟურნალისტებს დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აგებულ შენობაზე ესაუბრა, რომელიც ტურისტებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, თუმცა, შენობა ამ დროისთვის სრულიად უფუნქციოა და ნახევრად ჩამოშლილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ყოფილ ხელისუფლებას უნდა, ეს შენობა საკუთარ მფლობელობაში გადაიყვანოს, ისევე, როგორც ქუთაისის 44-ე სკოლა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან გარემონტდა და დღეს უკვე ქუთაისის ყოფილი მერის გია თევდორაძის მფლობელობაშია. გოგი წულაია აცხადებს, რომ მან ამ საქმეებთან დაკავშირებით პროკურატურას არა ერთხელ მიმართა, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. “თავისუფალი საქართველო” წარმომადგენელი ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანსაც მიმართავს, დაუბრუნოს ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას პირვანდელი სახე ან აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი მოხდეს.