სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 49 კილოგრამ წონაში მოკრივე დავით ნანავამ და 69 კგ-ში მოკრივე კონსტანტინე ხვისტანმა ნახევარფინალურ ეტაპზე გააღწიეს, რითაც მინიმუმ ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.
ფინალში გასასვლელად ახალგაზრდა ქართველი მოკრივეები დღეს იბრძოლებენ. დავით ნანავას მეტოქე ნახევარფინალში ბულგარეთის წარმომადგენელი ზდრავკო მიჰაილოვი იქნება, კონსტანტინე ხვისტანი კი რუს ტამერლან მაგემოდოვს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი კიდევ 4 ქართველ მოკრივეს ჰქონდა, თუმცა მათ მეოთხედფინალური ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მთავარ მწვრთნელ – კუკური შავგულიძის ხელმძღვანელობით როტერდამში 9 სპორტსმენით გაემგზავრა.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასევე იმყოფებიან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – დავით წიკლაური, კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი – ვლადიმერ ახალკაცი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი – ტარიელ გოგოჭური.
საქართველოს მოკრივეთა ახალაგზრდული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 49 კგ – დავით ნანავა; 56 კგ – ზაურ ხურციძე; 60 კგ – ალექსანდრე ლურსმანაშვილი; 64 კგ – ჯემალ შალამბერიძე; 69 კგ – კონსტანტინე ხვისტანი; 75 კგ – ირაკლი ქათამაძე; 81 კგ – გიორგი გიორგაძე; 91 კგ – გიორგი ურჯუმელაშვილი; 91 კგ – დემურ მაჭარაშვილი.
მთ. მწვრთნელი: კუკური შავგულძე