ეს ინფორომაცია “გურია ნიუსს” წუხელ მიაწოდეს, მოგვიანებით კი სოციალური ქსელებითაც გავრცელდა. როგორც ჩხუბის თვითმხილველი ამბობს, სამადაშვილმა შვებულება ნიცაში გაატარა და საქართველოში მოემგზავრებოდა, როდესაც აეროპორტში შემთხვევით გადააწყდა ოქრუაშვილს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას პოლიტიკური წარსული და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება გაუხსენა და რამდენჯერმე დაარტყა.
ბიზნესმენის ძმა ომარ სამადაშვილი მომხდარს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ცემა მორევაზეა.
_ “დაჩის ზღაპრები” ვრცელდება მოკლედ რაა. მერაბის ვერც ოქრუაშვილი სცემს და ვერც პეტრიაშვილი.თანაც ჩხუბი მორევაზეა. ან რატომ უნდა ეცემა, რა საქმე ჰქონდა ჩემს ძმასთან ოქრუაშვილს? მერაბი რომ სცემოს , მისი მორევა უნდა შეეძლოს და მეორეც მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. _ ამბობს ომარ სამადაშვილი “გურია ნიუსთან”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მერაბ სამადაშვილი წლების განმავლობაში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მისი დამარცხება მხოლოდ თეა წულუკიანმა შეძლო.