რომელმაც 2006-2010 წლებში თბილისის მერიის მიერ გარე განათებაზე დახარჯული ფინანსების მიზნობრიობა შეისწავლა.
აუდიტის ჯგუფმა სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით შეისწავლა თბილისის განათება, განსაზღვრა განათების დონე, განათების თანაბრობა, უსაფრთხოება და მათი შედარება CIE (განათების საერთაშორისო კომისია) რეკომენდაციებთან.
აუდიტის დასკვნით, მთლიანობაში თბილისის ქუჩები უფრო მეტად განათებულია, ვიდრე ეს რეკომენდირებულია “განათების საერთაშორისო კომისიის” მიერ.
“ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის სხვადასხვა კატეგორიის გზების განათება. ხშირ შემთხვევებში მეორეხარისხოვანი და შიდაკვარტალური ქუჩები უფრო მეტად განათებულია, ვიდრე ცენტრალური ქუჩები. საავტომობილო გზები, რომლებზეც ღამის საათებში მოძრაობა პრაქტიკულად არ არის, 2-ჯერ უფრო მეტადაა განათებული, ვიდრე სხვა ცენტრალური ქუჩები. მთლიანობაში დარღვეულია ის ლოგიკური და საჭირო განსხვავებები, რომლებიც უნდა იყოს ცენტრალურ, მეორეხარისხოვან და შიდაკვარტალურ ქუჩებზე,” _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ქუჩების უმრავლესობა არათანაბრადაა განათებული, რაც ბოძებს შორის არაპროპორციული დაშორებითაა გამოწვეული.
2006-2010 წლებში თბილისის მერიამ გარე განათებაზე 105 მილიონი ლარი დახარჯა, აქედან 7, 1 მილიონი _ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.
აუდიტის დასკვნით, 2006-2010 წლებში გარე განათების სამუშაოების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვა საერთოდ არ მომხდარა და ძირითადი აქცენტი მოკლევადიან, ერთჯერად ღონისძიებებზე იყო გადატანილი.