“სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ორგანული კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, კი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.ზემოთ მოცემული ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით” განისაზღვრა იმ კრიტერიუმების წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაცია, იმავდროულად განისაზღვრა ის გარემოებები, რომლებიც იმთავითვე გამოირიცხავენ კანდიდატად რეგისტრაციას. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებელმა დაუწესა პრეზედენტობის მსურველ პირებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11– ნაწილით და შესაბამისად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით ეთქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 დღის ვადაში.” _ ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.