მიზეზად კი წიგნის არასაკმარისი რაოდენობა სახელდება.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ასევე შესაძლებელია ყველა მოსწავლემ ახალი უფასო სახელმძღვანელო ვერ მიიღოს.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ირინა ინარიძის თქმით, ოზურგეთში ეს პრობლემა არ დგას: _ 80 000 ათასზე მეტი წიგნია მიღებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და არანაირი პრობლემა არ არის. წიგნებს უფასოდ მიიღებს საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლე. კერძო სკოლებში კი სოციალურად დაუცველ ოჯახის შვილებს გადაეცემა, _ გვითხრა ირინა ინარიძემ.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურცენსტრის დირექტორის ნინო ჩიტაძის თქმით, წიგნების 95%-ი უკვე ლანჩხუთშია და უფასო სახელმძღვანელო ყველა მოსწავლეს 16 სექტემბერს გადაეცემა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურცენტრის დირექტორმა, შორენა სიხარულიძემ გვითხრა, რომ ჩოხატაურში წიგნების ჩამოტანა ორ ეტაპად მოხდა:
_ დაბა ჩოხატაურში ახალი წიგნების მიღების პროცესი დასრულდა 22 აგვისტოს , სულ შემოიტანეს 23 016 წიგნი. სახელმძღვანელოები შემოვიდა პირველ საჯარო სკოლაში, საიდანაც გადანაწილდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემავალ 32 სკოლაში. წიგნების მიღება-გაცემის პროცესი ორგანიზებულად ჩატარდა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექტორები და საგანმანთლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები.
ამჟამად სკოლებში სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი, კიდევ ერთხელ თითოეული მოსწავლისათვის გადააწყობს ყველა სახელმძღვანელოს, რათა რომელიმე მოსწავლე არ აღმოჩნდეს წიგნის გარეშე და რაიმე სახის უზუსტობა იყოს გამორიცხული. პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში სკოლის დირექტორი უკავშირდება საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც ეხმარება სკოლას საკითხის მოგვარებაში .
სკოლას აქვს მეორადი სახელმძღვანელოებიც, რომელიც ვარგისია და მისი გამოყენება შესაძლებელია. მოსწავლეს ახალ სახელმძღვანელოსთან ერთად შეიძლება შეხვდეს ასეთი წიგნიც, თუმცა, თითოეული მოსწავლის უფლება იქნება დაცული და არც ერთ მოსწავლეს არ შეხვდება ყველა მეორადი სახელმძღვანელო, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს, შორენა სიხარულიძემ.