მეხუთე შეხვედრის თემა ადამიანის უფლებებია. შეხვედრას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ევა პასტრანა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში თომას ჰამარბერგი და ისინი ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ საუბრობენ.
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ თომას ჰამარბერგს განუცხადა, რომ მას და ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა დაუხურეს.
_ შენობაში რამდენი წუთის განმავლობაში არ შემიშვეს. მე და დავით პაიჭაძეს საავტორო თოქ-შოუ გვქონდა. მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ტყემალაძემ “მეცხრე არხის” ყოფილი ჟურნალისტი გადმოიყვანა და თოქ-შოუს ის წაიყვანს. ბორდის გადაწყვეტილებით ჩვენი გადაცემები აღარ უნდა გავიდეს ეთერში.
_ ქალბატონო ეკა, ვინ არის “მეცხრე არხის“ ჟურნალისტი, რომელიც თოქ-შოუს წაიყვანს?
_ თამაზ ტყემალაძის გადაწყვეტილებით, ეკა ბერიძე წაიყვანს გადაცემას. აი, ეს არის მისი გადაწყვეტილება, – გვითხრა ეკა კვესიტაძემ, რომელიც რამდენიმე წუთში პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს.