1987 წელს დაბადებული რამაზანოვი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 11 სექტემბრიდან იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 177.3.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას. დაკავებულს, სავარაუდოდ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიმდინარე წლის 18 აგვისტოს უ. რამაზანოვმა ჩაამტვრია გ. რამაზანოვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ფანჯარა, უკანონოდ შეაღწია სახლში, გატეხა კედელში ჩაშენებული რკინის სეიფი და უკანონოდ დაეუფლა 200 000 აზერბაიჯანულ მანათს (257 000 აშშ დოლარი).
ამჟამად ძებნილი მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.