შეხვედრის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები წარადგინეს. გაიმართა “მწვანე ბიზნესის” კონკურსის პრეზენტაცია, რომლის ჩატარება იგეგმება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი “ქართული მწვანე ბიზნესი” მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედების ხელშეწყობას, მეწარმეთა მოტივაციის ამაღლებას, ბიზნესის იმ წარმომადგენელთა წახალისებას, რომლებიც მოქმედებენ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას.
მინისტრ ხათუნა გოგალაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განახორციელოს ბიზნესმა თავისი საქმიანობა ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს.