როგორც პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, ინტერესთა კონფლიქტისა და კანონის დარღვევის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, კომისიის წევრს თანამდებობიდან საქართველოს პარლამენტი ათავისუფლებს. აღნიშნული შემთხვევისას პარლამენტი იხელმძღვანელებს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის რეგლამენტით დადგენილი პროცედურებით.
“კულტურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ გააცნო კომიტეტის წევრებს. მისი თქმით, კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქპატენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და წინადადებებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.