“ყველა კონკურსანტმა გაიარა წინასწარ შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ყოველი მათგანის ცოდნა და ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება. თავადაც მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა, 2003 წლიდან ყველა საპარლამენტო არჩევნებზე კომისიის წევრად მქონდა მუშაობის გამოცდილება, მაგრამ საარჩვენო კომისიის გარეთ დავრჩი მეც და გამოცდილების მქონე ბევრი სხვაც. მოსახლეობაში გაჩნდა ეჭვი, რომ საოლქო კომისიამ მიკერძოებულად და არაკვალიფიციურად იმუშავა და ამაში ისევ “ნაციონალების“ ხელი ურევია. იმედია ლანჩხუთის საოლქო კომისია განგვიმარტავს რატომ დაგვტოვეს საარჩევნო კომისიების მიღმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალურ კომისიას მივმართავთ საჩივრით –“ ამბობს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე რუსუდან მანაგაძე.
ბრალდებას საოლქო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე გამოეხმაურია, რომელმაც აღნიშნა, რომ საარჩვენო ოლქს კანონი არ დაურღვევია და გადაწყვეტილებას არ შევცვლიან.
“ქართული ოცნება“ მაბრალებს, რომ “ნაციონალებით“ გავავსე კომისია, და “ნაციონალები“ გაიძახიან ნაკაიძე ოცნებასთან გარიგდაო. მე კოალიციის პარტიიდან დანიშნული წევრების აზრიც ბევრჯერ გავითვალისწინე და სხვებისაც. კონკურსში მონაწილეობის მიმღები ადამიანები სხვადასხვა სუბიექტებმა გამოუშვეს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ნებით მოვიდნენ. ასევე, იყო შემთხვევები, როცა მე ვთვლიდი, რომ გარკვეული პირები უკეთ შეძლებდნენ ამ საქმის შესრულებას და პირადად დავუკავშირდი. ჩვენ კანონის სრული დაცვით ვიმუშავეთ და გადაწყვეტილებას არ შეცვლით” – უთხრა “გურია ნიუსს” ნაკაიძემ.